მიხეილ სააკაშვილის განცხადება

07 ნოე 2026

19 წლის წინ ზუსტად ამ დღეს განვითარებული მოვლენები სხვა საქმეებზე მსჯავრდებულმა და ამავე საქმეზე ბრალდებულმა ექსპრეზიდენტმა გაიხსნა და სოციალურ ქსელში ვრცელი წერილი გამოაქვეყნა.

მიხეილ სააკაშვილის პოზიციები უცვლელია. როგორც თავად აცხადებს, მაშინ არცერთი კანონი არ დარღვეულა და მეტიც, მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ სწორად მოქმედებდა.

„2007 წლის ნოემბერში, სახელმწიფო ინსტიტუტების და დემოკრატიული წესრიგის დასაცავად მე გამოვაცხადე საგანგებო მდგომარეობა. რამდენიმე დღით დავხურეთ პატარკაციშვილის „იმედი“. ჩვენ შევედით დიდ კრიზისში, რომლიდანაც გამოსავალი ისევ მე ვიპოვე, გამოვაცხადე რა ჩემი გადადგომა. საპრეზიდენტო ვადა ცალმხრივად შევიმცირე და დავნიშნე ახალი საპრეზიდენტო არჩევნები. „იმედი“ ისევ გაიხსნა და გააგრძელა ჩვენი ულმობელი კრიტიკა. 2007 წლის ოქტომბერში ამერიკის ფედერალური გამოძიების ბიურომ გადმოგვცა წერილი, რომელშიც ეწერა, რომ ერევანში ჩამოსული იყო რამდენიმე ქართველი კანონიერი ქურდი, თბილისელი უსოიანის მეთაურობით და მათი მიზანი იყო თბილისში არეულობების ორგანიზება და დიპლომატიური საფარის ქვეშ მოქმედმა რუსმა აგენტებმა დაიწყეს ოპოზიციასთან ინტენსიური კონტაქტი. სახელმწიფო ინსტიტუტების და დემოკრატიული წესრიგის დასაცავად მე გამოვაცხადე საგანგებო მდგომარეობა. 2007 წლის ნოემბერი სხვა არაფერი იყო, თუ არა რუსების მიერ 2003 წლის რევოლუციაზე, მათი სიტყვებით რომ ვთქვათ, „აბაროტის აღება“. მცდელობა საქართველოს განვითარების შეჩერების, ქვეყნის დისკრედიტაციის და წარმატების ისტორიის მოკვლის. სწორედ ამაზე „მასამართლებენ“ მე ახლაც, 19 წლის შემდეგ და ყველა ე.წ. პროცესზე ნათლად ჩნდება, რომ მაშინ არცერთი კანონი არ დარღვეულა და მთლიანობაში ჩვენ სწორად ვმოქმედებდით და მაშინ შევძელით საქართველოს გადარჩენა. ასევე, ქვეყანა გადავარჩინეთ 2008-ში და ვეღარ გადავარჩინეთ 2012-ში,“ – წერს მიხეილ სააკაშვილი.