მიხეილ სააკაშვილის განცხადებას მმართველ გუნდში აფასებენ

07 ნოე 2026

მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის განცხადებას, რომელიც საკუთარი დანაშაულებრივი მმართველობის გამართლებას კიდევ ერთხელ შეეცადა, მმართველ გუნდში ეხმაურებიან.

უმრავლესობაში ამბობენ, რომ სააკაშვილის ტყუილით გაჯერებული განცხადებები პირველი არ არის და ის პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა.

''სააკაშვილს, როგორც ჩანს, გათავისებული არა აქვს ის შეცდომები, რაც მან ჩაიდინა 2012 წლამდე. 9 წლიანი მმართველობის პერიოდში იყო 7 ნოემბერი, იყო 26 მაისი, იყო 2008 წლის 8 აგვისტო, რუსეთთან ომი. ეს არის ამათი ხელწერა, რომელსაც არც უარყოფენ. არა თუ მონანიებული აქვთ რაიმე პროცესი, პირიქით, სააკაშვილის ამ განცხადებით იკითხება ის, რომ თუ ესენი ხელისუფლებაში დაბრუნდნენ, ზუსტად ისე გააგრძელებენ მოქმედებას, რასაც აკეთებდნენ'' - განაცხადა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ჭეიშვილმა.