ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ნახევარფინალში საფრანგეთი დაამარცხა და ტურნირის ფინალში გავიდა

07 ნოე 2026

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე, შერეულ გუნდურ ასპარეზობაში, საქართველოს ნაკრებმა ნახევარფინალში საფრანგეთი 4:3 დაამარცხა და ტურნირის ფინალში გავიდა.

საქართველოს ნაკრებიდან გამარჯვებები ლუკა მაისურაძემ (90 კგ), ირაკლი დემეტრაშვილმა (+90 კგ), ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) და ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ) მოიპოვეს. შავდათუაშვილმა მეტოქე დამატებით დროში („ოქროს ქულით“) დაამარცხა.

სოფიო სომხიშვილის (+78 კგ) ტრავმის გამო საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთთან დაპირისპირება 0:1-დან დაიწყო.

კონტინენტის პირველობის ფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქე რუსეთი იქნება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის მოქმედი ჩემპიონია.