ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის პირველი ვიზიტი - მმართველი გუნდის შეფასება

07 ნოე 2026

ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის პირველი ვიზიტის მნიშვნელობას მმართველ გუნდში აფასებენ. გარდა ეკონომიკისა, უმრავლესობის ლიდერები ხაზს უსვამენ პოლიტიკური თანამშრომლობის მნიშვნელობასაც.

ვაჭრობა, ინვესტიციები, ექსპორტი და პირდაპირი ავიამიმოსვლა - მსოფლიოს სიდიდით მეორე ეკონომიკის მქონე ქვეყანასთან ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა არაერთ ასპექტს მოიცავს, სტატისტიკური მონაცემები კი აჩვენებს, რომ ამ პარტნიორობას მზარდი დინამიკა აქვს.

„ჩინეთის ბაზარი არის უდიდესი შესაძლებლობა საქართველოსთვის, მათ შორის, ეკონომიკიური განვითარების კუთხით. საქართველო, თავის მხრივ, სთავაზობთ ჩინეთს იმ შესაძლებლობებს, რაც ჩვენ ქვეყანას გააჩნია - შუა დერეფნის პროექტი ამ მოცემულობით არის ნომერ პირველი ხელშესახები გადაკვეთის წერტილი ჩინეთსა და საქართველოს შორის. ასეთი მაღალი თანამდებობის პირის ვიზიტი დასტურია ჩინეთის დიდი ინტერესის საქართველოსთან მიმართებით“, - განაცხადა პარლამენტის წევრმა დავით მათიკაშვილმა.