ხუთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობისა და აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა დღეს გაგრძელდება

10 ნოე 2026

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობისა და აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა დღეიდან განახლდება.

როგორც 30 ოქტომბერს, სხდომის დასრულების შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ განაცხადა, ახსნა-განმარტების ეტაპი უკვე დასრულებულია და სასამართლო შეკითხვების ეტაპზე გადადის.

სხდომები 11, 12, 13 ნოემბერს 11:00 საათზე გაგრძელდება.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლო 21 ოქტომბრიდან განიხილავს „ქართული ოცნების“ კონსტიტუციურ სარჩელს, რომლითაც მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო – ლელოს“, „ფედერალისტების“, „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა.