დაჯარიმებული  და  დროებით  დახურული  კვების ობიექტები

25 ივნ 2017

არაგეგმიური შემოწმება, სამი დახურული, ერთი დაჯარიმებული კვების ობიექტი. მომხმარებელთა ასოციაციის მიმართვის საფუძველზე, სურსათის უვნებლობის სააგენტომ ბათუმში სწრაფი კვების ობიექტები, სასადილოები და რესტორნები შეამოწმა.

აღმოჩენილია ჯანმრთელობისთვის საშიში, კრიტიკული შეუსაბამობები, დარღვეულია ჰიგიენური ნორმები. საქართველოს მომხმარებელთა ასოციაციის თავმჯდომარე ამბობს, რომ ხშირად, თავშეყრის ადგილებში, მაგალითად ავტოსადგურის და ბაზრის მიმდებარე ტერიტორიებზე კვების ობიექტები უკონტროლოა.