12 ნოე 2026
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ეგრიკოპის საერთაშორისო კონსორციუმის მესამე სამუშაო შეხვედრას მასპინძლობს.
პროექტის სახელწოდებაა „ტექნოლოგიებზე დაფუძნებული თანამშრომლობა ინვაზიურ სახეობებთან და კლიმატის ცვლილებასთან გამკლავებისთვის, მდგრადი და მედეგი სოფლის მეურნეობის უზრუნველსაყოფად“.
ორდღიანი შეხვედრის დღის წესრიგი პროექტის მიმდინარე ეტაპისა და მიღწეული შუალედური შედეგების შეფასებას, ასევე მომდევნო აქტივობების დაგეგმვას ითვალისწინებს.
განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ერთობლივ ღონისძიებებს, რომლებიც კლიმატის ცვლილებითა და ინვაზიური სახეობებით, მათ შორის სასოფლო სამეურნეო მავნებლებით, გამოწვეული რისკების შერბილებას ემსახურება. გარდა ამისა, მონაწილეები კლიმატური პარამეტრებისა და მავნებლების გამოვლენის პილოტური სადგურების ინტეგრაციაზე მსჯელობენ.
ეგრიკოპის მიზანია, ხელი შეუწყოს შავი ზღვის აუზის ქვეყნებში მდგრადი და კლიმატის ცვლილებისადმი მედეგი სოფლის მეურნეობის განვითარებას.