ბათუმში, მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში ეჭვმიტანილი მძღოლი დაკავებულია

26 ივნ 2017

ბათუმში, მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში ეჭვმიტანილი მძღოლი დაკავებულია. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

ავტოსაგზაო შემთხვევა თამარ მეფის გამზირზე დღეს დილით მოხდა.საავტომობილო გზაზე მსუბუქი ავტომობილი 9 წლის ბიჭს დაეჯახა.მედიკოსთა ბრიგადას მოზარდი შემთხვევის ადგილას გარდაცვლილი დახვდა.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.  ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.