საზოგადოებრივ კოლეჯში საბუთები მიიღება

07 აპრ 2016

ქობულეთის საზოგადოებრივ კოლეჯში საბუთების მიღება 10 აპრილამდე გრძელდება. "ახალ ტალღაში" სწავლის მსურველებს რეგისტრაციის გავლა რესურს ცენტრებში და კოლეჯში შეეძლებათ. სპეციალობები ტურიზმის, ტრანსპორტის, მენეჯმენტის, და მედიცინის მიმართულებებითაა. ამ ეტაპზე სასწავლებლის შენობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. იგი შეზღუდული შესაძლებლობის მქონები პირებისთვის ადაპტირებულია.