16 ნოე 2026
ბათუმის 2027 წლის ბიუჯეტი 614 მილიონი ლარით განისაზღვრა. რაც მიმდინარე წლის მაჩვენებელს 44 მილიონი ლარით აღემატება. პროექტის თანახმად, ყველაზე მეტი თანხა მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარებისთვისაა გათვალისწინებული, ასევე კონკრეტულ პროექტებსა და პროგრამებზეც გადანაწილდა თანხები, რის შესახებაც მთავარი ფინანსური დოკუმენტის საჯარო განხილვაზე დღეს მოქალაქეებს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები დეტალურად ესაუბრნენ.
დოკუმენტი ბათუმის საკრებულოში 13 ნოემბერს შევიდა.
პროექტის საჯარო განხილვაზე, სადაც ძირითადი პარამეტრები მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა გიორგი სურმანიძემ წარადგინა საკუთარი მოსაზრებები და კითხვები დააფიქსირეს მოქალაქეებმა.
ამის შემდეგ კი მთავარ ფინანსურ დოკუმენტს ბათუმის საკრებულოს კომიტეტებში დეტალურად გაეცნობიან, განსაზღვრული პროცედურების შემდეგ კი, კენჭისყრაზე დადგება დეკემბრის დასაწყისში.