17 ნოე 2026, 15:39
0ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში იტალიელ კინორეჟისორ მატეო პიჩინინისთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანს საერთაშორისო კინემატოგრაფიული გამოცდილების გაზიარება, თანამედროვე კინოს ტენდენციების გაცნობა და სტუდენტებისთვის პროფესიული განვითარების შესაძლებლობების შექმნა წარმოადგენდა.
მატეო პიჩინინიმ ისაუბრა საკუთარ შემოქმედებით გზაზე, კინორეჟისურაში დაგროვილ გამოცდილებაზე, ვიზუალური ხელოვნებისა და კინემატოგრაფიის ურთიერთკავშირზე, დამოუკიდებელი კინოს სპეციფიკასა და საერთაშორისო კინოფესტივალების მნიშვნელობაზე.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თანამედროვე ტექნოლოგიების, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის, გავლენას კინოინდუსტრიაზე, ასევე რეჟისორის ინდივიდუალური ხედვისა და შემოქმედებითი თავისუფლების მნიშვნელობას.