18 ნოე 2026, 13:06
0აჭარის მწერალთა სახლში ფესტივალი „ზღვა და ქართველები“ გაიმართა, რომელიც გალაკტიონ ტაბიძის დაბადებიდან 135-ე წლისთავს მიეძღვნა.
ფესტივალის მონაწილე პოეტებმა წაიკითხეს როგორც გალაკტიონის, ისე მისა და ბათუმისადმი მიძღვნილი ლექსები.
შეხვედრის მონაწილეებმა გალაკტიონ ტაბიძის ბათუმთან და ზღვასთან კავშირზე ისაუბრეს და ამ თემაზე შექმნილი პოეტური ნაწარმოებები გაიხსენეს.
ფესტივალი წელს მესამედ გაიმართა.