ბათუმის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა ადმინისტრაციულ ერთეულებში იწყება

18 ნოე 2026

ბათუმის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა ადმინისტრაციულ ერთეულებში იწყება.

საჯარო განხილვები ეტაპობრივად, 14-ვე ადმინისტრაციულ ერთეულს მოიცავს. მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება, წარმოადგინოს საკუთარი მოსაზრებები, წინადადებები და რეკომენდაციები.

ბიუჯეტის პროექტის შესწორებული ვარიანტი საკრებულოს დასამტკიცებლად არაუგვიანეს 10 დეკემბრამდე წარედგინება.

პროექტის მიხედვით, ბათუმის მომავალი წლის ბიუჯეტი 614 მილიონ ლარს შეადგენს. 
ძირითადი პრიორიტეტებია: ინფრასტრუქტურა, მუნიციპალური სერვისების განვითარება,  ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებები, სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის განვითარება. 

ბიუჯეტის პროექტი საკრებულომ ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე უნდა დაამტკიცოს.

• ბიუჯეტის პროექტს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე - https://batumi.gov.ge/budget

• საჯარო განხილვების გრაფიკი - https://shorturl.at/2XU66