სეზონზე, ბეშუმში ამბულატორიების ექიმები 24 საათიან რეჟიმში იმუშავებენ

27 ივნ 2017

საკურორტო სეზონზე, ბეშუმში ამბულატორიების ექიმები 24 საათიან რეჟიმში იმუშავებენ. მედიკოსები მთაში სეზონის დასრულებამდე დარჩებიან. გარდა ამისა, დამსვენებლებს 112-ის ერთი ბრიგადაც მოესახურება.

სამედიცინო პუნქტი მხოლოდ ბეშუმის მთაზე იმუშავებს. 
მუნიციპალიტეტში სულ 24 იალაღია. სხვა ტერიტორიებზე საჭიროების შემთხვევაში სასწრაფო დახმარების ბრიგადები დაბა ხულოდან გავლენ.