საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-13 ტურში „სენტ ეტიენმა“ „რეიმსი“ 1:0 დაამარცხა - გამარჯვების გოლი ზურიკო დავითაშვილმა გაიტანა

22 ნოე 2026, 13:25

1
გაზიარება:

საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-13 ტურში „სენტ ეტიენმა“ სტუმრად „რეიმსი“ 1:0 დაამარცხა. გამარჯვების გოლი კი ზურიკო დავითაშვილმა გაიტანა.

ქართველმა ნახევარმცველმა, რომელიც გასულ სეზონში ლიგა 2-ში საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, მიმდინარე სეზონი ცუდად დაიწყო და გუნდის ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა, ამიტომაც თამაშში 58-ე წუთზე ჩაერთო და სამ წუთში გადამწყვეტი გოლი გაიტანა.

ზურიკო დავითაშვილს ლიგა 2-ის 12 შეხვედრაში 2 გოლი აქვს გატანილი და ორჯერ საგოლე პასი გააკეთა. „სენტ ეტიენი“ ლიგა 2-ში 31 ქულით ლიდერია და მომდევნო ტურში 5 დეკემბერს, „ნანსი“ უმასპინძლებს.