ბათუმის სპორტული ცენტრის წარმომადგენელმა მერაბ დოლიძემ ლიმასოლში გამართულ მსოფლიო მასტერსზე სამბოში ვეტერანთა შორის წარმატებით იასპარეზა

22 ნოე 2026, 13:33

3
გაზიარება:

ბათუმის სპორტული ცენტრის წარმომადგენელმა მერაბ დოლიძემ კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში გამართულ მსოფლიო მასტერსზე სამბოში ვეტერანთა შორის წარმატებით იასპარეზა - ქართველმა სპორტსცმენმა ვერცხლის მედალი და ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

მერაბ დოლიძე ქართულ ჭიდაობაში პაატა ურიადმყოფელთან ვარჯიშობს, ამასთანავე, ჭიდაობს სამბოსა და ძიუდოსაც. ასეთ რანგში მერაბ დოლიძისთვის ეს სადებიუტო ტურნირი და სადებიუტო მედალია.