საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სუროგაცია აიკრძალება

23 ნოე 2026, 13:23

0
გაზიარება:

საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სუროგაცია აიკრძალება.

შესაბამისი კანონპროექტი უახლოეს მომავალში დაინიცირდება. ცნობილია, რომ საკითხზე მმართველ პარტიას აქტიური კომუნიკაცია ექნება საპატრიარქოსთან.

როგორც გუშინ, უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ითქვა, გადაწყვეტილების მთავარი საფუძველია სუროგაციასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ეთიკური და სამართლებრივი რისკები, განსაკუთრებით ადამიანით ვაჭრობის - ტრეფიკინგის, ქალების შესაძლო ექსპლუატაციისა და ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით.

გადაწყვეტილება არ ეხება ე.წ. ინვიტრო განაყოფიერებას.