25 ნოე 2026, 14:54
7შეკვეთილში კულტურის მინისტრი „სთარინგ ჯორჯიას“ სისტემაში გაერთიანებულ ინფრასტრუქტურას გაეცნო.
სამინისტროს ინფორმაციით, პარკებში ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება. ასევე, მასშტაბური სამუშაოები იწყება სასცენო გადახურვის რეაბილიტაციისთვისაც. მაია ბითაძის თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია „სთარინგ ჯორჯიას“ საგანმანათლებლო პროგრამები რეგიონში ახალგაზრდებისა და ბავშვების ჩართულობისთვის.
„სთარინგ ჯორჯიას“ ეკოსისტემაში გაერთიანების შემდეგ განახლების სამუშაოები ჩატარდა პარკ „ციცინათელაში“, ასევე სრულად განახლდა პარკი „საქართველო მინიატურებში“.
შეკვეთილის ეკოსისტემას 2027 წლის სეზონიდან ახალი პროექტი – „დინოტოპია“ შეემატება. საქართველოში ყველაზე დიდი დინოზავრების პარკის კონცეფცია 50-მდე დინოზავრისა და პრეისტორიული ხანის ქმნილების მოდელს, ასევე შემეცნებით და ინტერაქციულ სივრცეებს გააერთიანებს.