ევროპარლამენტში საქართველოს საკითხთან დაკავშირებული რეზოლუციის პროექტზე კენჭისყრა გაიმართება

26 ნოე 2026, 12:11

14
გაზიარება:

ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტზე დღეს კენჭისყრა გაიმართება, გუშინ კი საკითხზე დებატები შედგა. 

ევროპარლამენტარების ნაწილის მიერ მომზადებული პროექტი პაატა ბურჭულაძეს, აქციებზე დაკავებულებს და ადამიანის უფლებებს ეხება.

რეზოლუციის პროექტის ავტორები, პასუხისმგებელი პირებისთვის მიზნობრივი ფინანსური სანქციების და სავიზო შეზღუდვების დაწესების მოთხოვნით გამოდიან. 

ევროპარლამენტში წარდგენილია რეზოლუციის ალტერნატიული პროექტიც, რომელშიც აღნიშნულია, რომ პაატა ბურჭულაძე და სხვა პირები დაკავებული არიან ჯგუფური ძალადობის, სტრატეგიული ობიექტების დაკავების მცდელობისა და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობის მოწოდებებისთვის.