ბათუმელი კარატისტების წარმატება

28 ივნ 2017

საქართველოს საერთაშორისო ტურნირი კონტაქტურ კარატეში ბათუმელი კარატისტების წარმატებით დასრულდა. 5 ასაკობრივ კატეგორიაში გამარჯვებულმა სპორტსმენებმა 4 პირველი, ერთი მეორე და ერთი მესამე ადგილი დაიკავეს.

ჩემპიონატში აჭარიდან სულ 8 კარატისტი მონაწილეობდა. გამარჯვებულ სპორტსმენებს დღეს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში უმასპინძლეს.