მაშველებს ბინაში 43 წლის ქალი გარდაცვლილი დახვდათ

29 ივნ 2017

ბათუმში  ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე  მაშველებმა 43 წლის ქალის ცხედარი აღმოაჩინეს.  გარდაცვლილი საცხოვრებელი  ბინის  კარის  გახსნისას  იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,   ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც  თვითმკვლელობამდე მიყვანას  გულისხმობს.