გამკაცრებული ჯარიმები და დაჯარიმებულთა სტატისტიკა ბათუმის ბულვარში

29 ივნ 2017

ზღვისპირა პარკში  ტერიტორიის  დანაგვიანებითვის  წელს  ამ დრომდე ორი პირია დაჯარიმებული.  ბულვარის ადმინისტრაციაში აცხადებენ,  რომ   მონიტორინგი მკაცრდება. 

ძველი და ახალი ბულვარის ტერიტორიის დაბინძურებისთვის პირი 20-დან 5000 ლარამდე დაჯარიმდება.  2 კილოგრამამდე ნარჩენის დაყრა 80 ლარით ჯარიმდება.  2კგ-ზე მეტი მოცულობის მუნიციპალური ნარენებით გარემოს დანაგვიანებისთვის ფიზიკურ პირს-300, ხოლო იურიდიულ პირს 500 ლარის გადახდა მოუწევს. 1000 ლარით დაჯარიმდება პირი თუ ტერიტორიაზე სამშენებლო მასალებს დაყრის.

ყველაზე  მეტი საჯარიმო ოქმი  ბულვარის დაბინძურებისთვის  2015 წელს შედგა.  2  წლის წინ ნარჩენებით გარემოს დაბინძურებისთვის 106  პირი დააჯარიმეს.   2014 წელს - 90,   2013  წელს -  11,  2012  წელს  კი  15   პირი დაჯარიმდა.   გასულ წელს ბულვარის დაბინძირების გამო  სამართალდარღვევის  3 ოქმი  შედგა.