ვაინახური კულტურის ფესტივალი ბათუმში

04 ივნ 2016

ვაინახური კულტურის ფესტივალი  გრძელდება. მორიგი კონცერტი დღეს ბათუმში გაიმართება. ანსამბლი ''პანკისი''  ერთსაათიან პროგრამას წარადგენს. მუსიკოსები ძირითადად ფოლკლორულ ნომრებს შეასრულებენ. ფესტივალი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და ''ფონდ ღია საზოგადოება'' - საქართველოს  მხარდაჭერით ტარდება. ბათუმამდე კონცერტები დუშეთში, ახალციხესა და ქუთაისში გაიმართა. დასკვნითი მუსიკალური საღამო საზაფხულო თაეტრში 19 საათზე დაიწყება.