რას პროგნოზირებენ  სინოპტიკოსები 

01 ივლ 2017

მომდევნო ორი დღის განმავლობაში აჭარის მთელ ტერიტორიაზე შედარებით  ცხელი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში  ღამით 18-25, დღისთვის  27-36 გრადუსი იქნება.

სინოპტიკოსების ინფორმაციით, დღეს  საქართველოს ტერიტორიაზე სამხრეთიდან ინტენსიურად დაიწყებს ცხელი ჰაერის მასები გავრცელებას, რის გამოც 3 ივლისს როგორც დაბლობსა და ბარში, ასევე მთიან და შიდამთიან რაიონებში ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს.