ხვალიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება

01 ივლ 2017

ხვალ, ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. გასული წლის მსგავსად, წელსაც გამოცდები ნახევრად ელექტრონულ ფორმატში ჩატარდება.

ბათუმისა და ხულოს საგამოცდო ცენტრებში აბიტურიენტთა რეგისტრაცია ხვალ 8 საათზე, საგამოცდო პროცესი კი 9 საათზე  დაიწყება.