ბათუმზე გადაღებული ახალი ვიდეორგოლი ევრონიუსზე ტრიალებს

03 ივლ 2017

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის დაკვეთით, კიდევ ერთი საიმიჯო ვიდეორგოლი „მე ვარ ბათუმი“ დამზადდა.

16-ვე სამიზნე ქვეყანაში პოტენციური ტურისტები,  რეგიონის სამთო და საზღვაო კურორტების შესახებ ინფორმაციას მსგავსი კლიპების საშუალებითაც მიიღებენ. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა წელს 4 საიმიჯო ვიდეორგოლი  გადაიღო.