ერთიანი  ეროვნული  გამოცდები

03 ივლ 2017

საგამოცდო ცენტრებში ქართული ენისა და ლიტერატურას გამოცდის მეორე დღის მეორე სესია მიმდინარეობს. აბიტურიენტებს  დრო 4 საათი და 15 წუთი აქვთ. დილის სესიაზე  ბათუმის საგამოცდო ცენტრში დაგვიანების შემთხვევა არ ყოფილა, თუმცა გამოცდაზე 15 აბიტურიენტი არ გამოცხადდა. 6-7 ივლისს კი აბიტურიენტები საკუთარ ცოდნას ზოგად უნარებში გამოცდიან. 

ხულოს საგამოცდო ცენტრში გამოცდების მეორე დღემ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა.   რეგისტრირებული 120 აბიტურიენტიდან გამოცდაზე 118 გამოცხადდა.  გამოცდები პირველი ნაკადისთვის 14 საათზე დასრულდა.