პროკურატურამ შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნები დააკავა

07 აპრ 2016

პროკურატურამ პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების უკანონოდ მოპოვების ფაქტზე 5 პირი დააკავა, ერთს კი დაუსწრებლად წარედგინა ბრალი. უწყების ინფორმაციით, გამოვლენილნი არიან ის პირები, რომელთა მიერ განხორციელდა მიმდინარე წლის 11 და 14 მარტს ინტერნეტსივრცეში გავრცელებული პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერების უკანონოდ მოპოვება და შენახვა.