გოდერძზე გზის მშენებლობის გამო 40 ოჯახს კომპენსაციას სთავაზობენ

04 ივლ 2017

დღევანდელ ფორუმზე საუბარი კურორტ გოდერძის საინვესტიციო შესაძლებლობებსაც შეეხო. განაშენიანების რეგულირების დოკუმენტის თანახმად ტერიტორიაზე სხვადასხვა ობიექტი უნდა განთავსდეს.

მშენებლობებისთვის მიწის დათმობის სანაცვლოდ, 50-მდე ოჯახს, კომპენსაციას გადაუხდიან. ასევე, იგეგმება შიდა გზის მოწყობა, რის გამოც 480-მდე მცენარე უნდა მოიჭრას. რაც შეეხება კურორტამდე მისასვლელ გზას, ანუ ხულო-გოდერძის მონაკვეთს, ამ ეტაპზე პროექტირება მიმდინარეობს.