ე.წ. ჭაობის რეაბილიტაცია

05 ივლ 2017

ე.წ. ჭაობის დასახლებაში ქუჩების რეაბილიტაცია გრძელდება. ჰაიდარ აბაშიძის ქუჩაზე იცვლება გრუნტი, მონტაჟდება სანიაღვრე სისტემა, რომლის დასრულებისთანავე მოეწყობა ბორდიურები. ტროტუარებზე დაიგება დეკორატიული ფილები და ასფალტის საფარი.

პროექტის I ეტაპის ფარგლებში 25 ქუჩის კეთილმოწყობა იყო დაგეგმილი. რაც შეეხება II–III ეტაპებს, გათვალისწინებულია 21 ქუჩის მოწესრიგება. სამუშაოების ღირებულება 43 მილიონამდე ლარს შეადგენს და  2018 წლის ნოემბერში დასრულდება.