უფასო მედიკამენტების პროგრამა

07 ივლ 2017

უფასო მედიკამენტებით უზრუნველყოფის  პროგრამის მიმდინარეობას საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე გაეცნო. ამ პროგრამით სარგებლობა 100 ათასამდე  ქულის მქონე სოციალურად დაუცველ ოჯახებს  შეუძლიათ.

მედიკამენტები  ძირითადად 4 ტიპის დაავადებებისთვისაა განსაზღვრული   და სიმბოლურ   ფასად  1 ლარად გაიცემა. პროგრამა საქართველოს ყველა რეგიონში 1 ივლისიდან  მოქმედებს.