აჭარის დელეგაციამ ვიზიტი შეაჯამა

08 ივლ 2017

აჭარის დელეგაციის ბელარუსში ვიზიტი დღეს დასრულდება. ბელარუსის ვიცე-პრემიერის განცხადებით, მალე ადგილობრივ ბაზარზე ქართული მინერალური წყლები გამოჩნდება.

ორი ქვეყნის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის დროს გაიწერა სამომავლო გეგმები, რომლებიც აჭარაში კონკრეტული მიმართულებების  გაძლიერებას ეხება.