გონიოს მცხოვრებლებსა და მერიას შორის შეთანხმება შედგა

09 ივლ 2017

შეთანხმება მიღწეულია, ბათუმის მერია გონიოელებს დღესაც დაპირდა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ გაასაჩივრებს. შეასრულებს თუ არა თვითმმართველობა პირობას, ეს დაახლოებით 2 კვირაში გაირკვევა.

სწორედ ეს ვადა აქვს მერიას იმისთვის, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებაზე დავა ზემდგომ ინსტანციაში გააგრძელოს. დღეს მოსახლეობამ პროტესტის ნიშნად მიწის აღიარების კომისიის ის ოქმი დახია, რომლითაც მათ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებზე  საკუთრების უფლება ჩამოერთვათ.