10 ივლ 2017
ქობულეთში რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაცია სრულდება. ამ დროისთვის გზის სავალ ნაწილზე ასფალტის საფარს აგებენ.
ქუჩაზე უკვე მოეწყო სანიაღვრე არხები და ტროტუარები. ქუჩის კეთილმოწყობისათვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 767 ათას 550 ლარი დაიხარჯა.