ვინ აკონტროლებს ქუჩაში გამოტანილ პროდუქტს?

10 ივლ 2017

მაღალი ტემპერატურა და მზეზე გასაყიდად გამოტანილი სურსათი. გარევაჭრობას სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტო ვერ აკონტროლებს, შესაბამისად უწყება ძირითადად შემდეგი რეკომენდაციით შემოიფარგლება: ნუ იყიდით შეუსაბამო პირობებში გასაყიდად გამოტანილ საკვებს. შეუსაბამო პირობები გვხვდება ვაჭრობისთვის ნებადართულ ადგილებშიც. როგორია ექიმების რჩევები და რამდენად დაცულია მომხმარებელთა უფლებები?