როგორ აფასებენ მერიის საბინაო პოლიტიკას მესამე სექტორში?

11 ივლ 2017

ბათუმის მერიას წლის ბოლომდე საბინაო ფონდში 200-მდე ბინა ექნება. ფონდი ბინებს კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში მრავაშვილიან და ექსპროპრიაციას დაქვემდებარებულ ოჯახებზე გასცემს.

ქალაქში, აუქციონის წესით გასხვისებულ ტერიტორიაზე, სამშენებლო კომპანია პირობის თანახმად ვალდებულია, მოცულობის შესაბამისად მერიას საერთო რაოდენობის 10-დან 20 პროცენტამდე ფართი გადასცეს. როგორ აფასებენ მერიის საბინაო პოლიტიკას მესამე სექტორში?