ზურაბ პატარაძე  იტალიის  ელჩს  შეხვდა

12 ივლ 2017

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლის შეხვდა. მთავრობის თავმჯდომარემ ელჩს რეგიონის საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალი გააცნო. ყურადღება გამახვილდა ეკონომიკის, განათლების, კულტურის და სოფლის მეურნეობის საკითხებზე.