სამძებრო სამუშაოებში გრძელდება

12 ივლ 2017

სპორტსმენ კობა ბაკურიძის სამძებრო სამუშაოები დღეს დილის 6 საათიდან განახლდა. სამძებრო ოპერაციაში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ასევე დამატებით ორი კატარღა და ორი სკუტერი ჩაერთო, მობილიზებულია სამაშველო ბრიგადები.

კობა ბაკურიძის ძმა,  -  უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე სამძებრო სამუშაოებში უკრაინისა და თურქეთის მხარეს დახმარების თხოვნით მიმართავს. შეგახსენებთ კობა ბაკურიძეს უკვე მეათე დღეა ეძებენ.