ღოღობერიძე სახალხო დამცველთან შეხვედრას ითხოვს

14 ივლ 2017

ბათუმის საქალაქო სასამართლოში  ირაკლი ჩხვირკიასა და მერაბ ღოღობერიძის სასამართლო პროცესი სამი საათია მიმდინარეობს.  შესავალი სიტყვა ბრალდებულებმა და ადვოკატებმა წარმოთქვეს.

მერაბ ღოღობერიძე და ირაკლი ჩხვირკია თავს უდანაშაულოდ თვლიან და პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე საუბრობენ. დღეს მოწმეების დაკითხვაც იგეგმება.