გზის რეაბილიტაცია

15 ივლ 2017

ქობულეთში,  სოფლების ლეღვა - ჯიხანჯურის საზღვარზე გზის  ორ კილომეტრიან მონაკვეთზე ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგო. მოეწყო საყრდენი  კედელი და  სანიაღვრე არხები.  

ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის 987 ათასი ლარი დაიხარჯა.   წელს  ქობულეთში, სხვადასხვა სოფელში, სულ 36 კილომეტრამდე   ასფალტ-ბეტონის და  21 კილომეტრი  ბეტონის საფარის მოწყობა იგეგმება. მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად 13 მილიონ  335  ათას 901 ლარი დაიხარჯება.