ბათუმს უკრაინის პრეზიდენტი ეწვევა

18 ივლ 2017

დღეს  აჭარას  პეტრო პოროშენკო ესტუმრება. უკრაინის პრეზიდენტი აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ზურაბ პატარაძეს შეხვდება.

ბათუმში ვიზიტისას უკრაინის პრეზიდენტი  გიორგი მარგველაშვილთან ერთად საქართველო - უკრაინის საინვესტიციო ფორუმს გახსნის და მის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას. ფორუმის ფარგლებში ოდესისა და აჭარის რეგიონს შორის დამეგობრების მემორანდუმი გაფორმდება.