უკრაინული ინვესტიციები აჭარაში

18 ივლ 2017

აჭარაში  უკრაინიდან  ვიზიტორების  რიცხვი  ყოველწლიურად იზრდება.  სტატისტიკის მიხედვით,  2016  წელს  რეგიონს უკრაინიდან 45 ათასი ტურისტი სტუმრობდა.  2013 წელს  ეს რიცხვი 21 ათასი იყო,  2014 წელს - 24 ათასი, 2015 წელს კი 24 ათას 587.თანამშრომლობის  კიდევ  ერთი  მიმართულება  სავაჭრო-ეკონომიკური  სფეროა.  2015-16 წლებში აჭარასა და უკრაინას შორის სავაჭრო ბრუნვა 22 მილიონ 442 ათას 253 ლარი იყო.

რაც შეეხება ექსპორტს,  თანხა 4 მილიონ 556 ათას 657 ლარია, იმპორტი კი თანხებში ასე გამოიყურება - 17 მილიონ 885 ათას 596 ლარი.  

თანამშრომლობის ახალი ეტაპი დღეს გაფორმებულ მემორანდუმში უნდა გაიწეროს. აჭარის რეგიონსა  და ოდესის ოლქს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს  დღეს მოეწერება ხელი. დოკუმენტი  სავაჭრო - ეკონომიკური, სამეცნიერო და  კულტურული მიმართულებით  თანამშრომლობას ითვალისწინებს.  ოდესის  ოლქსა და აჭარის რეგიონს  შორის თანამშრომლობა 2005 წლიდან იწყება. ძირითადი სფეროები კი ტურიზმი, ეკონომიკა და კულტურაა.