პრეზიდენტები საოკუპაციო ხაზთან

18 ივლ 2017

საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტები სოფელ ოძისთან და  ხურვალეთში საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ. არსებული ვითარების შესახებ  მას ინფორმაცია გიორგი მარგველაშვილმა, ასევე  სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მიაწოდეს. 

პეტრო პოროშენკო დაინტერესდა ოკუპირებულ რეგიონში არსებული ჰუმანიტარული მდგომარეობით დაინტერესდა, იქ მცხოვრები მოსახლეობისთვის განათლებისა და ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობით. მან ოკუპირებულ რეგიონში არსებული მდგომარეობა დონბასში არსებულ ვითარებას შეადარა.