გონიოში მაშველები 17 წლის ბიჭს ეძებენ

19 ივლ 2017

ამ წუთებში გონიოში მაშველები 17 წლის ბიჭს ეძებენ. სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, იგი ზღვაში შტორმის დროს შევიდა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის გადამღები ჯგუფი შემთხვევის ადგილზე მუშაობს და უახლეს ინფორმაციას შემოგთავაზებთ.