შუახევის გამგებლობის კანდიდატის წარდგენა

19 ივლ 2017

„ევროპულმა საქართველომ“ შუახევში გამგებლობის კანდიდატად  მირზა  თურმანიძე წარადგინა. მირზა თურმანიძემ ამომრჩევლებს პარტიის საარჩევნო პროგრამა გააცნო, რომელშიც ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარება, დასაქმება და სოციალური შემწეობის აღდგენაა გაწერილი.

მირზა თურმანიძე 2008 - 2011 წლებში შუახევის გამგებლის მოადგილედ მუშაობდა. მიმდინარე წლის თებერვლიდან კი „ევროპული საქართველოს” შუახევის ორგანიზაციას ხელმძღვანელობს.