''შუამთობის''  სამზადისი

20 ივლ 2017

ხულოში, სახალხო დღესასწაულ „შუამთობისთვის“ ტენდერი გამოცხადდა.  სატენდერო პირობების მიხედვით, ეთნოგრაფიული კუთხე უნდა მოეწყოს, ასევე გამარჯვებულ კომპანიას ევალება საკონცერტო სცენის მოწყობა და 8,5 გრამიანი ოქროს სამკაულის შეძენა.

ტენდერი 6 742 ლარზეა გამოცხადებული. სახალხო დღესასწაული ტრადიციულად აგვისტოს პირველ შაბათ-კვირას გაიმართება, ჯამში ღონისძიებებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 10 ათას ლარამდე დაიხარჯება.