სპორტსმენების დაჯილდოვება

21 ივლ 2017

სპორტსმენების და მწვრთნელების დაჯილდოვება. ხულოში 29 წარმატებული სპორტსმენი და 12 მწვრთნელი გამგეობისგან ფულადი ჯილდოთი დასაჩუქრდა.

საქართველოს და ევროპის ჩემპიონების დაჯილდოებისთვის  ხულოს ბიუჯეტიდან 10 ათას 980 ლარი დაიხარჯა. სპეციალურად ამ დღისათვის გამგეობამ ცნობილი მომღერლები დედაქალაქიდან მოიწვია. მათ დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ კონცერტი გამართეს.