აქციის დროს მოქალაქის დაშავების ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

23 ივლ 2017

აღმაშენებლის გამზირზე აქციისა და კონტრაქციის მიმდინარეობისას მოქალაქის დაშავების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. გუშინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შეფასებები კეთდება დილიდან თბილისში.