ყოფილი პრემიერი ტელეჟურნალისტებს შეხვდა

06 ივნ 2016

სამართლლიანობის აღდგენა, რომელიც 4 წლის წინ ბიძინა ივანიშვილის წინასაარჩევნო კამპანიის მთავარი მესიჯი იყო, დღეს ყოფილი პრემიერისთვის უკვე გამაღიზიანებელი აღმოჩნდა.  აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტის შეკითხვამ-სამართლიანობის აღდგენის თვალსაზრისით არის თუ არა შერჩევითი სამართალი ქვეყანაში? ჩვენი არხი ბიძინა ივანიშვილის მიერ დიფერენცირებულ, ოპოზიციური არხების რიგებში აღმოაჩინა.