ღოღობერიძე - ჩხვირკიას სასამართლო პროცესი

23 ივლ 2017

11-12 მარტის აქციის ორგანიზატორობაში ბრალდებულების, მერაბ ღოღობერიძისა და ირაკლი ჩხვირკიას სასამართლო პროცესი დღეს არ ჩატარდა.

სხდომა მოსამართლის გადაწყვეტილებით გადაიდო. მიზეზი კი ერთ-ერთი დაკავებულის, მერაბ ღოღობერიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა  გახდა. შეგახსენებთ, ორივე დაკავებულს 26 აპრილს წინასწარ პატიმრობა შეეფარდათ.